მაკედონიის პარლამენტში ალბანელი სპიკერის არჩევის გამო შეიჭრნენ

მაკდონიის პარლამენტში ნაციონალისტები შეიჭრნენ. შეხლა-შემოხლის შედეგად სოციალ-დემოკრატების ლიდერი, ზორან ზაევი დაშვდა. ინფორმაციას მომხდარის შესახებ Reuters ავრცელებს.

კონფლიქტი მას შემდეგ გაჩაღდა, როცა სოციალ-დემოკრატებმა პარლამენტის სპიკერად ალბანელ ტალატა ხაფერს დაუჭირეს მხარი. ამ გადაწყვეტილებამ ნაციონალისტებში აღშფოთება გამოიწვია.

ალბანეთის იუგოსლავიიდან გამოყოფის შემდეგ, ხაფერი პირველი ეთნიკურად ალბანელია, ვინც პარლამეტის სპიკერი გახდა.

მაკედონიაში არჩევნები გასული წლის დეკემბერში ჩატარდა, თუმცა მთავრობის ფორმირება ჯერ არ მომხდარა. ამ დროის განმავლობაში კი პარლამენტში სოციალ-დემოკრატებმა ალბანელებთან კოალიცია შექმნეს და უმრავლესობაც მოიპოვეს.

comments

ვაკო კუპრაშვილი

საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "INFO NEWS"-ის ჟურნალისტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.