“მაკკეინის ინსტიტუტი” აქვეყნებს ვიდეოს, სადაც ასახულია რუსეთის მიერ წარმოებული “ბორდერიზაცია” აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ რეგიონებში

“მაკკეინის ინსტიტუტმა საერთაშორისო ლიდერობისთვის”, “ჰერიტიჯ ფაუნდეიშენთან” და “ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრთან” ერთად მოამზადა და გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ასახულია რუსეთის მიერ წარმოებული “ბორდერიზაცია” აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ რეგიონებში.

“ბორდერიზაციის პოლიტიკა 2011 წელს დაიწყო, 2008 წლის ომიდან 3 წლის შემდეგ. ჩატარებული კვლევის მიხედვით, “ბორდერიზაცია” რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურისა (FSB) და ადგილობრივი სეპარატისტული ძალების მიერ ხორციელდება. 2011 წლიდან დღემდე “ბორდერიზაციის” 155 შემთხვევა აღრიცხული.

“ბორდერიზაცია” გულისხმობს ბარიერების აღმართვასა და ნიშნების დამონტაჟებას წარწერებით “სახელმწიფო საზღვარი”.

ზოგიერთ შემთხვევაში, რუსეთი იკავებს იმაზე მეტ ტერიტორიას, რასაც შეიძლება ეწოდოს “მცოცავი ოკუპაცია”.

ეს მოქმედება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აშკარა დარღვევაა. იგი ჰყოფს ოჯახებსა და თემებს, რაც ადამიანური ტრაგედიაა. გარდა ამისა, ის ამცირებს ტერიტორიების მშვიდობიანი რეინტეგრაციის შესაძლებლობას”, – აღნიშნულია მაკკეინის ინსტიტუტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.