მალდივებზე მსოფლიოში პირველი წყალქვეშა სასტუმრო გაიხსნა

სასტუმრო წყლის ქვეშ ხუთი მეტრის სიღრმეზე მდებარეობს. სასტუმროს Muraka დაარქვეს. სასტუმროს შენობა ორსართულიანი აქვარიუმია, რომელიც 10 სტუმარზეა გათვლილი.

სასტუმროში მუდმივად იმყოფება ბიოლოგი, რომელიც ადამიანებზე შენობის გარშემო განლაგებული მარჯნის რიფების გავლენას აკვირდება.

სასტუმროს მშენებლობა 15 მილიონი დოლარი დაჯდა. შენობის ნაწილი ხმელეთზე ააწყვეს, ხოლო შემდეგ ის წყალქვეშ სპეციალური ხომალდის მეშვეობით გადაიტანეს.

სასტუმროში ერთი ღამის გატარება 50 000 დოლარი ღირს. ამ თანხაში შედის ასევე სასტუმრომდე მიყვანაც.

სასტუმროს არქიტექტორმა ახმედ სალემმა 2005 წელს პირველი წყალქვეშა რესტორანი დააპროექტა.

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.