მამუკა ბახტაძემ რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზების დასაწყებად წინაპირობა დაასახელა

მთავრობის კანცელარიაში მინისტრთა კაბინეტის სხდომა იწყება, მანამდე კი პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბრიფინგი გამართა. მან 10 წლის წინანდელ მოვლენებზე, კერძოდ კი აგვისტოს ომის შესახებ ისაუბრა და რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზების წინაპირობებიც დაასახელა.

პრემიერმინისტრმა მოუწოდა რუსეთს, შეასრულოს აღებული ვალდებულებები და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსული ჯარები გაიყვანოს: “ეს იქნება ყველაზე სწორი სიგნალი იმისთვის, რომ დავიწყოთ ურთიერთობის ნორმალიზება”, – თქვა მამუკა ბახტაძემ.

“ინდა კიდევ ერთხელ განვაცხადო: ჩვენი პასუხი ამ აგრესიასა და გამოწვევაზე არის მშვიდობა, ძლიერი სახელმწიფოს მშენებლობა, ევროპული ხარისხის და ფილოსოფიის სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობა”, – განაცხადა ბახტაძემ.

პრემიერმინისტრმა მადლობა გადაუხადა მეგობარ ქვეყნებს მტკიცე მხარდაჭერისთვის.

2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი დაიღუპა.

ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, დაჭრილ-დაშავებულ სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2 232-ია. მათ შორის, 1045 სამხედრო მოსამსახურე იყო.

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.