მამუკა ბახტაძე: საქართველოში არნახული ეკონიკური აღმავლობაა, მაგრამ საგამოცდო ცენტრებში კონდიციონერების ჩართვას ჯერ ვერ ვახერხებთ

მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ „საქსტატის“ მიერ მაისში გამოცხადებული უკონომიკური ზრდის მაღალი მაჩვენებელი დაანონსებული რეფორმების წარმატების საფუძველს ქმნის.
 
„რამდენიმე წუთის წინ, „საქსტატმა“ გამოაქვეყნა ახალი მონაცემები და საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ მაისში მიაღწია 7,5%-ს. ასეთი მაჩვენებელი იმის დადასტურებაა, რომ მთავრობა სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას ატარებს. ეს ასევე იმის დადასტურებაა, რომ ის რეფორმები, რომლებიც ჩვენ განვახორციელეთ და რომლებიც დავაანონსეთ, ქმნის ისეთ გარემოს, სადაც ეკონომიკური ზრდის ტემპები აუცილებლად იქნება დაჩქარებული. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ეკონომიკური ზრდის ხარისხობრივი ეფექტიც არის გაუმჯობესებული. პირველ რიგში, უნდა შევეხო ექსპორტის ზრდას, რომელიც ამავე პერიოდის წინა წელთან შედარებით 50%-ით არის გაზრდილი, ეს სწორედ ამ ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ფაქტორი იყო“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
 
მამუკა ბახტაძემ ბრიფინგზე ასევე განაცხადა, რომ ეკონომიკური აღმავლობის მიუხედავად, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე კონდიცირების საკითხი ძალიან ცუდადაა მოგვარებული.
 
„ეს გარემოება არის ძალიან ცუდი. დღეს ჩვენ მთავრობის სხდომაზე აუცილებლად ვისაუბრებთ, თუ როგორ შეიძლება ეს უმოკლეს ვადებში მოგვარდეს. ეს იყო საკითხი, რომლის დაგეგმვაც უკეთ შეიძლებოდა. გავერკვევი დეტალებში, თუ რატომ დადგა ასეთი გარემოება,“ – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
 
გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი აცხადებს, რომ კონდიცირების სისტემა, როგორც საპილოტე პროექტი, წელს რუსთავის საგამოცდო ცენტრში განხორციელდა, რადგან მთელი დღის განმავლობაში მზე ადგას შენობას. რაც შეეხება ზოგადად ამ პროექტს, მიმინოშვილს უსამართლოდ მიაჩნია მისი განხორციელება, რადგან ყველა ადამიანი ვერ ეგუება კონდენციონერს, თან ის ხმაურის პრობლემასაც ქმნის!
ilioni.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.