მამუკა ბახტაძე: 2019-2020 წლებში დაგეგმილია სახელმწიფო პენსიების 20-20 ლარით გაზრდა – 20-20 ლარი პენსიონრებს და ათასობით “ქართული ოცნების” ჩინოვნიკებს?

პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ პარლამენტის სესიაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ მოწყვლადი ჯგუფების მატერიალური მდგომარეობის შესამსუბუქებლად მთავრობა მიზნობრივ სოციალურ პროგრამებს გააგრძელებს.

„სიღარიბე ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის მთავარი გამოწვევაა და ეს საჭიროებს ჩვენი სოციალური პროგრამების მნიშვნელოვან დაკორექტირებას“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისივე თქმით, გააქტიურდება დევნილთა საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფის პოლიტიკა; გაგრძელდება დევნილი ოჯახებისთვის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების მშენებლობა, ასევე – ე.წ „სოფლად სახლის” პროექტი.

„გაფართოვდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა, ხანდაზმულთა და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა ფიზიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ მიმართული ღონისძიებები. მათ შორის, დაგეგმილია სახელმწიფო პენსიების ზრდა 2019-2020 წლებში 20-20 ლარით“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

pirveliradio.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.