მამუკა ბახტაძის სიტყვით გამოსვლის ტექსტი კვირიკაშვილის სამთავრობო პროგრამიდან არის კოპირებული?

საპარალამენტო უმცირესობის წევრის ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, მამუკა ბახტაძის სიტყვით გამოსვლის ტექსტი კვირიკაშვილის 2016 წლის სამთავრობო პროგრამიდან არის გადმოტანილი და მისთვის გაუგებარია თუ პროგრამა იგივეა, რატომ “გაუშვევს კვირიკაშვილი სახლში”.

აღნიშნულთან დაკავშირებით ევროპული საქართველოს წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა, განმარტება მამუკა ბახტაძეს პარლამენტის სხდომაზევე მოსთხოვა.

„მინდა გითხრათ, რომ მისი პირველი გვერდი, წინასიტყვაობა, სანამ კითხვას დავიწყებდი, შევადარე კვირიკაშვილის პროგრამის წინასიტყვაობას და ჰოი, საოცრებავ, ოთხი აბზაციდან ორი სრულად არის გადმოტანილი copy-paste-ით, ერთი ნაწილობრივ, შეგიძლიათ გაჰყვეთ დანარჩენ ტექსტს. შესაბამისად, კითხვა მექნება უმრავლესობასთან, თუ იგივე პროგრამით უნდა აირჩიოთ ეს მთავრობა, საერთოდ იმ კაცს რატომ უშვებდით სახლში,“ – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

ჭიაბერაშვილის ამ განცხადებას უპასუხა ქართული ოცნების წევრმა, ზაქარია ქუცნაშვილმა.

„ჩემთვის გაუგებარია, როდიდან გახდა ზურაბ ჭიაბერაშვილი კვირიკაშვილის ქომაგი და ლობისტი. ეს მისი ქომაგობა და ლობისტობა გამომდინარეობს მისი გულწრფელობიდან თუ ინტრიგის დათესვიდან ძველსა და ახალ პრემიერმინისტრს შორის, რომ რამენაირად მამუკა ბახტაძის პრემიერმინისტრობა გადაზარდოს გიორგი კვირიკაშვილთან დაპირისპირებაში,“ – აღნიშნა ქუცნაშვილმა.

pirveliradio.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.