მამუკა გორგოძე მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს!

ტულონის ვეტერანი მორაგბე მამუკა გორგოძე საქართველოს ეროვნულ ნაკრებში დაბრუნებასთან ახლოსაა. Croco.ge-ს სანდო წყარომ აცნობა, რომ საქართველოს რაგბის კავშირსა და ტულონს შორის მოლაპარაკებები თითქმის დასრულებულია. 

გიორგი ცუცქირიძის ტრავმის შემდეგ, მეორე ხაზში გაჩნდა ვაკანტური ადგილი და ლეგენდარულმა გორგოძემ ეროვნულ გუნდში დაბრუნება გადაწყვიტა. ის იაპონიაში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე ნაკრებთან ერთად იქნება.

შეგახსენებთ, რომ იაპონიაში რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი 20 სექტემბერს დაიწყება და 2 ნოემბერს დასრულდება. D ჯგუფში, საქართველოს ნაკრების მეტოქეები უელსის, ფიჯის, ურუგვაისა და ავსტრალიის ნაკრებები იქნებიან.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.