მარადონას ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის მატჩებზე დასწრებისთვის თანხას უხდიან

FIFA დიეგო მარადონას ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის თითოეულ მატჩზე დასწრებისთვის 13 000-ზე მეტ დოლარს უხდის. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს.

გამოცემის ცნობით, ამ გასამრჯელოს ლეგენდების პროგრამა ითვალისწინებს, რომელსაც მხარს FIFA-ს პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო უჭერს.

ინფანტინოს სურს, რომ მუნდიალის მატჩებს ელჩების რანგში ერთი ყოფილი ფეხბურთელი მაინს ესწრებოდეს.

მარადონა არგენტინის ნაკრების სამივე თამაშშს დაესწრო. 27 ივნისს არგენტინის ბოლო თამაშის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ დიეგო მარადონა საავადმყოფოში მოხვდა.

მარადონამ არგენტინის გუნდის გამარჯვებით გამოწვეული სიხარული ჯერ კიდევ სტადიონზე უცენზურო ჟესტით გამოხატა. მალევე გავრცელდა კადრები, რომ ის შეუძლოდ არის და სტადიონიდან რამდენიმე ადამიანს გაჰყავს.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.