მარგველაშვილი-კვირიკაშვილი პოლიტიკაში ბრუნდებიან და ახალ ალიანსს ქმნიან?!

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, შესაძლოა, პოლიტიკაში დაბრუნდეს და ყოფილ პრემიერ-მინისტრთან, გიორგი კვირიკაშვილთან პოლიტიკური პლათფორმა შექმნას.

გიორგი მარგველაშვილი აღნიშნული საკითხის შესახებ “2020NEWS“ -თან აცხადებს პოლიტიკაში დაბრუნებისა და გიორგი კვირიკაშვილთან შესაძლო გაერთიანების შესახებ, ჯერჯერობით, ვერ ისაუბრებს.

“პოლიტიკაში დაბრუნების დრო განსაზღვრული არ მაქვს. ჩემს თავს არც ვადას ვაძლევ და არც დღეებს ვითვლი. ამჟამად როგორც ხედავთ, არ ვარ არცერთ პოლიტიკურ მოძრაობაში გაერთიანებული“,- გვითხრა გიორგი მარგველაშვილმა.

კითხვაზე, პოლიტიკაში დაბრუნების შემთხვევაში, განიხილება თუ არა ყოფილ პრემიერ-მინისტრთან გიორგი კვირიკაშვილთან პოლიტიკური თანამშრომლობა?- მარგველაშვილი გვპასუხობს, რომ განუსაზღვრელი რეალობის შესახებ ვერ ისაუბრებს.

“განუსაზღვრელი რეალობის და პერსონაჟების შესახებ, ვინ რას გეგმავს, არაფერი შემიძლია გიპასუხოთ. საქართველოში ახალი პარტიების გამოჩენა აუცილებელია ბოლო 30 წელია“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ცნობისთვის, გიორგი კვირიკაშვილის პოლიტიკაში დაბრუნება “2020NEWS“-თან ყოფილი პრემიერ-მინისტრის ახლო მეგობარმა, “ქართული ოცნების“ ყოფილმა დეპუტატმა ბიძინა გეგიძემ არ გამორიცხა. მისი თქმით, “გიორგი კვირიკაშვილის პოლიტიკაში დაბრუნება ქვეყანაში განვითრებულ მოვლენებზეა დამოკიდებული“.

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.