მარგველაშვილი: მედია სტრესის რეჟიმში მუშაობს, რადგან მას სირთულეებს უქმნიან

პრეზიდენტის განცხადებით, 2012 წლის მერე მედიაგარემო ნამდვილად გათავისუფლდა, თუმცა გარკვეული ტიპის არაძალადობრივ სირთულეებს მედიის წარმომადგენლებს უქმნიან.

“გვახსოვს რა პირობებში გვიწევდა 2012 წელს საარჩევნო კამპანია და რა მედიაგარემო იყო. 2012 წლის მერე მედიაგარემო ნამდვილად გათავისუფლდა და მედიის შტურმები აღარ ხორციელდება, თუმცა რაღაც ტიპის, არაძალადობრივი, მაგრამ სირთულეეების შექმნა მედიის მიმართ მაინც ხდება. ჰკითხეთ, მედიის ნებისმიერ წარმომადგენელს, ისინი სტრესის რეჟიმში მუშაობენ, მუდმივად მოლოდინის რეჟიმში, რომ რაღაც სირთულეები იქნება მათ წინაშე”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის გამოსვლას პარლამენტში პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი და მთავრობის წევრებიც ესწრებიან.

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.