მართვის მოწმობის აღების მსურველებს პრაქტიკული გამოცდის ორ ეტაპად ჩაბარება მოუწევთ

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, მართვის მოწმობის აღების მსურველებს, ვალდებულება ექნებათ გამოცდა ჯერ ძველი სისტემით – დახურულ მოედანზე ჩააბარონ გამოცდა, ამის შემდეგ მოიპოვებენ ქალაქში, რეალურ მოძრაობაში გამოცდის ჩაბარების უფლებას.

„მართვის მოწმობის მისაღებად, კანდიდატს თეორიული და განახლებული პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება მოუწევს. უსაფრთხოების მაღალი სტანდარტის შენარჩუნების მიზნით, პრაქტიკული გამოცდა ორ ეტაპად დაიყოფა. კანდიდატები პირველ რიგში გამოცდას დახურულ მოედანზე, არსებული ბარიერების გადალახვის შემდეგ შეძლებენ. მხოლოდ ამის შემდეგ გადავა პოტენციური მძღოლი, გამოცდის მეორე, მართვის უფლების მისაღები გამოცდის ქალაქის რეალურ პირობებში ჩაბარების ეტაპზე“, – განაცხადეს მომსახურების სააგენტოში.

მათივე განმარტებით, ძალაში რჩება დახურულ მოედანზე პრაქტიკული გამოცდისას ამ დროისთვის არსებული ყველა – ექვსივე კომპონენტი, რომელთა გავლაც მართვის მოწმობის აღების მსურველ პირებს ამჟამად უწევთ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, ვინაიდან ზუგდიდსა და ფოთში გზების მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, ამ ორ ქალაქში მართვის მოწმობის გამოცდის რეალურ სივრცეში დროებით არ ჩატარდება.  პრაქტიკული გამოცდები ქალაქში ინფრასტრუქტურული სამუშაოების დასრულების შემდეგ მოხდება.

მართვის მოწმობის აღების პრაქტიკული გამოცდის რეალურ მოძრაობაში გადატანა წლის ბოლომდე გადავადდა.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.