„მართლა ჰგონია, რომ შერჩება მოპარული მილიონები და წყნარად გადაინაცვლებს ბიზნესში? “

ზაზა ბიბილაშვილი სოციალურ ქსელში გიორგი კვირიკაშვილზე  წერს:

კვირიკაშვილი: „მინდა ვთქვა იმ ადამიანების საყურადღებოდ, რომლებიც ყვავ-ყორნებივით დასტრიალებენ მთავრობის ადმინისტრაციას და დაყენებული აქვთ ტაიმერები პრემიერ კვირიკაშვილის გადადგომაზე. მინდა ისინი დავარწმუნო, რომ ეს ტაიმერი მინიმუმ რამდენიმე წელი არ დარეკავს. ამიტომ, დაისვენონ.“ 

როცა ამას ამბობდა, გვერდზე მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ედგა – აი, ის ქალი, ერთ მშვენიერ დღეს პრემიერ ღარიბაშვილს რომ აცნობა, ჩამოჰკრა შენი უბედურების ზარმა, ირაკლი – ივანიშვილმა გადაწყვიტა, შენი გადადგომის დღეა დღესო.

ხოდა, ნამეტანი კომიკურია ეს რუსეთის წინაშე სამად მოკეცილი მექრთამე კიდევ რამდენიმე წლით პრემიერად დარჩენას რომ გვპირდება. იმ ავადმყოფის კეთილგანწყობა რომც შეინარჩუნოს, ხალხს რას უპირებს? ნუთუ მართლა ჰგონია, რომ შერჩება მოპარული მილიონები და წყნარად გადაინაცვლებს ბიზნესში? “

“ალია”

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.