მარიამ ჭანტურია მალაგაში ოქროს მედლის მფლობელი გახდა

მარიამ ჭანტურიამ შეხვედრის დასრულებამდე 29 წამით ადრე იპონზე დასცა მეტოქე და ოქროს მედლის მფლობელი გახდა!

ესპანეთის ქალაქ მალაგაში იუნიორ ძიუდოისტთა შორის ევროპის თასის გათამაშება მიმდინარეობს. 20 წლამდე ასაკის 23 ქვეყნის 334 იუნიორ ძიუდოისტთა (198 ვაჟი, 139 გოგონა) შორის ოთხი საქართველოდანაა: ნატალია ყიფშიძე (48კგ), ეთერ ლიპარტელიანი (57კგ), მარიამ ჭანტურია (70კგ) და სოფიო სომხიშვილი (+78კგ) საქართველოს ძიუდოისტი ქალები ტოკიოს ოლიმპიური თამაშების საკვალიფიკაციო ბარიერიდან საკმაოდ შორს არიან, თუმცა საბოლოო შერჩევის დასრულებამდე კიდევ ერთი წელია დარჩენილი და სხვადასხვა დონის ტურნირებზე წარმატებით გამოსვლის შემთხვევაში, საკმარისი სარეიტინგო ქულების მოგროვება სულაც არ არის შეუძლებელი. მინიმუმ სამი ქალი ძიუდოისტის ოლიმპიურ თამაშებზე მოხვედრის შემთხვევაში კი, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს, სამი ქალის და სამი კაცის შემადგენლობით, შესაძლებლობა მიეცემა იბრძოლოს გუნდურ პირველობაზე მედლების მოპოვებისთვის.

დღეს, მალაგაში, მედლებისთვის ბრძოლაში 63-70-78 და +78 წონითი კატეგორიის ძიუდოისტები ჩაერთვნენ. +78 კგ წონით კატეგორიაში სოფიო სომხიშვილი პირველ შეხვედრაში პოლონელ კინგა ვოლშაკთან ვაზარზე დაეცა, პარტერში ჭიდაობისას პოლონელის მარწუხებს თავი ვეღარ დააღწია და დამარცხდა.

რეპეშაჟში გადასულმა სომხიშვილმა პირველი შეხვედრა პორტუგალიელ კატია როსას მოუგო იპონით, რეპეშაჟის ფინალში გადასასვლელ უილეთო შეხვედრაში რუს ეკატერინა შაგაევასთან კი ოქროს დროის მე-7 წუთზე მიღებული მესამე შიდოთი დამარცხდა 70 კგ წონით კატეგორიაში მარიამ ჭანტურიამ გერმანელ მარეიკე რედიგს იპონით სძლია და პულის ფინალში მეორე გერმანელს, ფრედერიკე შტოლცეს შეხვდა. მეორე წუთის მიწურულს აღებულ ვაზარს შეხვედრის დასრულებამდე 1 წუთით და 29 წამით ადრე მან კიდევ ერთი შემატა და იპონით გაიმარჯვა. ფინალში გადასასვლელ შეხვედრაში მარიამ ჭანტურიამ იპონით დაამარცხა პორტუგალიელი ჯოანა კრისოშტომო. ევროპის თასზე გამარჯვებისთვის და ოქროს მედლისთვის მარიამ ჭანტურია დღესვე, მოგვიანებით, გერმანელ მინა აგნეტა რიკენთან იჭიდავებს ეს წუთია დასრულდა ფინალური შეხვედრა.

ipress.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.