მაურო მორანდი – კუნძულზე მარტო მცხოვრები 79 წლის იტალიელი

გასული 29 წლის განმავლობაში, მაურო მორანდი ყოველ დილით ხმელთაშუა ზღვის პირას ამომავალ მზეს მარტო უყურებს: 1989 წლის შემდეგ მორანდი ბუდელის კუნძულზე მარტო ცხოვრობს.

მორანდი სკოლაში მასწავლებლებს ვერ უგებდა, სახლში კი – მშობლებს. მორანდის თქმით, მისი უჩვეულო ცხოვრება მისივე ნონკონფორმისტული ხასიათის შედეგია: ყოველთვის დაუმორჩილებელი ბავშვი ვიყავი. როგორც მახსოვს, პირველად სახლიდან 9 წლის ასაკში გავიქეცი. 1968 წელს მთავრობის აქტიური ოპოზიციონერი ვიყავი. შემდეგ პოლიტიკაში ჩართვაზე უარი ვთქვი, რადგან მივხვდი, რომ შეიარაღებული კონფლიქტისთვის დაბადებული არ ვიყავი: იარაღები მძულს, აღნიშნა მან.

ამ პერიოდში საზოგადოებისგან გამოყოფა გადავყწვიტე. როდესაც 80-იან წლებში აქ მოვედი, მივხვდი, რომ იდეალურ ადგილს მივაგენი. თავდაპირველად არავისთან არ მინდოდა კომუნიკაცია – მინდოდა, მარტო დავმტკბარიყავი ამ მშვენიერებით. თუმცა მოგვიანებით კუნძულის სტუმრებთან ურთიერთობის დამყარება დავიწყე,“ ამბობს 79 წლის განდეგილი.

2016 წელს კუნძული ბუდელი იტალიის მთავრობამ ეროვნულ პარკად გამოაცხადა. ეროვნულ პარკში იტალიის მთავრობამ უფასო Wi-Fi დააყენა. შედეგად, 79 წლის მორანდიმ ბუდელის კუნძულის პეიზაჟების Facebook-ზე, Twitter-სა და Instagram-ზე აქტიურად განთავსება დაიწყო. „Facebook-ზე 5000 მეგობარი მყავს, ასე რომ კომენტარებისა და შეკითხვების წაკითხისთვის დიდი დრო მჭირდება. კუნძულზე მანამდე ვიქნები, სანამ პარკის ახალი პრეზედენტი ჩემს მომავალს გადაწყვეტს, აღნიშნა მან.

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.