„მაუწყებლობის შესახებ“ კანონის შეცვლა არხის მენეჯმენტის ძალაუფლებასა და კორუფციის რისკებს გაზრდის – აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი

„მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შეტანილმა სადავო ცვლილებებმა, რომლებიც პარლამენტს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტმა წარუდგინა, გამოიწვია შეშფოთება არხის რესტრუქტურიზაციის პროცესის გაუმჭვირვალობასთან და საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობის შიგნით ძალაუფლების კონსოლიდაციასთან დაკავშირებით- ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალურ მოხსენებაშია ნათქვამი.

დეპარტამენტის მიერ ადამიანის უფლებების სფეროში გამოქვეყნებულ ანგარიშში, საქართველოში მედიაში არსებულ ვითარებაზეა საუბარი და ნათქვამია, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის შეცვლა არხის მენეჯმენტის ძალაუფლებასა და კორუფციის რისკებს გაზრდის, ბორდსა და თანამშრომლების დაცვის მექანიზმს კი შეასუსტებს.

„თავისუფალი მედია ძალიან აქტიური იყო და ხედვების ფართო სპექტრს აშუქებდა. თუმცა, სამი ტელეკომპანიის – „მაესტროს“, „იმედისა“ და „ჯი-დი-ეს”-ის გაერთიანებამ, საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელში ხელმძღვანელობის შეცვლასთან ერთად მედიაპლურალიზმი შეამცირა და გაზარდა საზოგადოებაში აღქმა, რომ მედია სივრცე კონცენტრირებულია მმართველი პარტიის სასარგებლოდ. 4 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში 29 არასამთავრობო ორგანიზაციამ გამოთქვა წუხილი იმასთან დაკავშირებით, რომ ბიუჯეტიდან ფინანსირებად საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელთან მიმართებაში მთავრობისა და ქვეყნის ყოფილ პრემიერ-მინისტრთან დაკავშირებული პირების გავლენა იზრდება“, – ნათქვამია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალურ მოხსენებაში.

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.