მაღრაძე: “მენტალურად პროვინციულია ეს ხელისუფლება და არის ჭორაობით დაკავებული!“

რა ტრენინგები უშველის თავდაღმართში დაშვებულ პოლიტიკურ ორგანიზაციას, რომლის დროშაზეც მურუსიძე ფრიალებს?! – ამის შესახებპოეტმა და ,,დაიცავი საქართველოს“ ლიდერმა დავით მაღრაძემ ,,პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლება მხოლოდ ჭორაობითა და პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებისა და ჩანაწერების მოპოვებით არის დაკავებული.

,,არანაირი სიახლე მოსალოდნელი არ არის. სიახლე იბადება ნიჭიერებაში, უნიჭობაში სიახლე არ იბადება. უნიჭობაში იბადება ის, რითიც არის დაკავებული დღევანდელი ხელისუფლება – ჭორაობით! ჭორაობით, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების მოპოვებით, ჩანაწერებით. მენტალურად პროვინციულია ეს ხელისუფლება და არის ჭორაობით დაკავებული!“ – განაცხადა მაღრაძემ.

მაღრაძემ ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის როლზეც ისაუბრა მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებით. ჟურნალისტის კითხვაზე – ახლა არის თუ არა საფრთხე სააკაშვილის დაბრუნება – დავით მაღრაძის უპასუხა, რომ ეს უფხო და არარეალური საფრთხეა. მისივე განცხადებით, არანაირ დიდ საშიშროებას არ წარმოადგენს მიხეილ სააკაშვილის დაბრუნება და ეს უფრო ხელისუფლების მანიპულაციაა.

,,ხელისუფლების ზენიტში რომ იყო სააკაშვილი, მაშინ ვიდექი მეგაფონით რუსთაველზე, მაშინ არ მეშინოდა მისი არსებობის, მისი ხელისუფლებაში ყოფნის და ოთხ სამართლებლივ საქმე აღძრული ემიგრანტის როგორ და ვის უნდა შეეშინდეს? ეს ფანდიც მოცვდა!“ – განაცხადა დავით მაღრაძემ.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.