“მგზავრების ნაწილი გვირაბში ფეხით მოძრაობდა” – მეტრო გვირაბში გაჩერდა

თბილისის მეტროპოლიტენში დღეს დილით კვლავ შეფერხება მოხდა. “პრაიმტაიმის” ცნობით, მატარებელი „ახმეტელის თეატრის“ და „სარაჯიშვილის“ მეტროსადგურებს შორის, გვირაბში დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში გაჩერდა. 

მგზავრების ინფორმაციით,  ხალხის  ნაწილი გვირაბში ფეხით გადაადგილდებოდა. 

შეფერხებას ადასტურებენ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში, თუმცა უარყვეს ინფორმაცია მგზავრების გვირაბში გადაადგილების თაობაზე.

მათი განცხადებით, შეფერხება მოხდა ათი წუთით და გვირაბში მგზავრები არ გასულან. 

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.