მედეა მარგოშვილი – “ირმა ინაშვილო, შენ პანკისის ხეობაში იმყოფებოდი, ვითომ ჩემს ტკივილის იზიარებდი, ყოჩაღ შენს ქალობას, შენს დედობას”

გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის დედა მედეა მარგოშვილი „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერს ირმა ინაშვილს მიმართავს, რომლის ორგანიზებითაც თავისუფლების მოედანზე საპროტესტო აქცია “არა სააკაშვილს” იმართება.

მაჩალიკაშვილის დედის თქმით, ყველა, ვინც სამართლიანობის აღდგენას ითხოვს და სოლიდარულია მოკლული ადამიანების ოჯახის წევრების მიმართ, ის პარლამენტის წინაც გააპროტესტებდა უსამართლობას. მედეა მარგოშვილის განცხადებით, „ოცნების“ ხელისუფლებამ მის შვილს, თემირლან მაჩალიკაშვილის ოცნება წაართვა, ამიტომ ხელისუფლება უნდა გადადგეს.

“ირმა ინაშვილო, შენ პანკისის ხეობაში იმყოფებოდი, ვითომ ჩემს ტკივილის იზიარებდი, ყოჩაღ შენს ქალობას, შენს დედობას. შენ თუ ნამდვილი დედა ხარ, ჩემს გვერდით იქნებოდი”- განაცხადა მედეა მარგოშვილმა.

pirveliradio.ge

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.