მედვედევი, პესკოვი, მილერი, აბრამოვიჩი…- აშშ-მ რუსი პოლიტიკოსებისა და ბიზნესმენების “შავი სია” გამოაქვეყნა

აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ რუსი პოლიტიკოსებისა და ბიზნესმენების ე წ. შავი სია გამოაქვეყნა, სადაც ჩამოთვლილია ის პირები, რომლელთა წინააღმდეგაც შესაძლოა, სანქციები დაწესდეს. სიაში 114 რუსი პოლიტიკოსი და 96 ბიზნესმენი მოხვდა. მათ შორის არის რუსეთის პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევი. ასევე პუტინის ადმინისტრაციის წევრები: პრესსპიკერი დმიტრი პესკოვი და თანაშემწე ვლადისლავ სურკოვი, რუსეთის ფედერაციული საბჭოს სპიკერი ვალენტინა მატვიენკო და ენერგეტიკის მონისტრი ალექსანდრ ნოვაკი. სანქციები ემუქრება რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის უფროსს ალექსანდრ ბორტნიკოვს. სანქციები შეიძლება დაუწესონ გაზპრომის აღმასრულებელ დირექტორ ალექსეი მილერსა და როსნეფტის ხელმძღვანელ იგორ სეჩინს.

ე.წ. შავ სიაში ასევე მოხვდნენ რომან აბრამოვიჩი, სულეიმან კარიმოვი, “კასპერსკის ლაბორატორიის” შემქმნელი ევგენი კასპერსკი, გენადი ტიმჩენკო, ძმები როტენბერგები. ბანკ „ვითიბის“ ხელმძღვანელი ანდრეი კოსტინი, ასევე “ინტერ რაოს”, „რუსჰიდროს“, „როსატომის“ ხელმძღვანელები.

“კრემლის ანგარიში” აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ კონგრესს უკვე წარუდგინა.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.