„მედიკამენტებზე გაზრდილი ფასები სახელმწიფოს უუნარობისა და ფარმაცევტული კომპანიების შესაძლო ლობირების შედეგია„

“2014-2020 წლის „ქართული ოცნების“ მთავრობის სტრატეგიაში ჩაიწერა, რომ ხელისუფლება იზრუნებდა როგორც მედიკამენტების ხარისხზე, ისე ფასზე, თუმცა მედიკამენტები ყოველდღიურად ძვირდება,  რაც  სახელმწიფოს უუნარობის და ფარმაცევტული კომპანიების შესაძლო ლობირების შედეგია, — აცხადებს„კომერსანტთან“ საუბრისას ჯანდაცვის ექსპერტი სერგო  ჩიხლაძე. 

ჩიხლაძის განმარტებით, დღეს ვითარება რადიკალურად სხვაა — სახელმწიფო უწყებებისგან ვისმენთ განსხვავებული  შინაარსის განცხადებებს. კერძოდ იმას, რომ  ვერ ჩაერევიან ამ სფეროში, რადგან ეს ბიზნესის დახრჩობის ტოლფასი იქნება.

„ევროკავშირის 28 ქვეყანაში სხვადასხვა რეგულაციები მოქმედებს. სახელმწიფო ერევა, აწესებს ფასსაც. მიუხედავად ამისა, ცოტა არალოგიკურია იმის თქმა, რომ ევროკავშირის ქვეყნებში ბიზნესს „ახრჩობენ“. ეს არის ჟარგონულად რომ ვთქვათ  „გაპრავება“ ერთის მხრივ უუნარობის და მეორეს მხრივ, შესაძლოა საქმე გვქონდეს ფარმაცევტული კომპანიების ლობირებასთან.

მათ არ უნდა ჰქონდეთ  პირობითად, 700%-იანი მოგება და ამას სახელმწიფო უნდა არეგულირებდეს.  არსებობს პირდაპირი მექანიზმები, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებშია და არსებობს არაპირდაპირი მექანიზმები, რომელიც კონკურენტული პრინციპების დანერგვას გულისხმობს, “-აღნიშნავს ჩიხლაძე.

commersant.ge

ავტორი: სოფო ქსოვრელი 

https://commersant.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.