მედიკამენტები გაიაფების ნაცვლად ძვირდება – “ქართული ოცნების” კიდევ ერთი განუხორციელებელი დაპირება

“დღეს ჩვენი მოსახლეობის ხარჯების მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ წამლების შესყიდვაზემოდის“, – ამის შესახებ პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ პარლამენტის რიგგარეშესხდომაზე განაცხადასადაც მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადებაზემსჯელობდნენპრემიერმა აღნიშნა ისიც, რომ შემოდგომაზე პარლამენტში შევა ახალიინიცატივარომელიც ფარმაცევტულ სექტორში შეღავათებს დააწესებს.  

„ქართული ოცნება“ მოსახლეობას მედიკამენტების გაიაფებას  ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დაჰპირდა, თუმცა ექვსი წლის შემდეგ ეს პრობლემა კიდევ უფრო აქტუალური გახდა.

საქსტატის მონაცემები აჩვენებს, რომ 2018 წლის ივნისში  2017 წლის ივნისთან შედარებითსამედიცინო პროდუქცია, აპარატურა და მოწყობილობა კიდევ  9,2 პროცენტით გაძვირდა. რატომ ვერ ასრულებს „ქართული ოცნება“ დაპირებას და რა ვითარებაა მედიკამენტების ბაზარზე?

 ბრუნვა მედიკამენტების ბაზარზე და მოთამაშეები

იმპორტის კალთაში სამკურნალო საშუალებებს 3, 5% უჭირავს და მეხუთე პოზიციაზეა. 2018 წლის იანვარ-ივნისში  დაფასოებული სამკურნალო საშუალებების იმპორტისთვის ქვეყნიდან  155 მლნ 885 700 აშშ დოლარი გავიდა. 2017  წელს ქვეყანაში 7 მილაიარდ 939 163 300 აშშ დოლარის ღირებულების მედიკამენტები შემოვიდა.

3  ტოპ იმპორტიორი კომპანია

  • “ავერსი ფარმა”
  • პსპ ფარმა”
  • სს “გეფა”, რომელიც “ეისიფი ფამაციას”, “ფარმადეპოს” და “ჯიპისის” აერთიანებს.

2018 წლის იანვარ-ივნისში ქვეყანიდან  64  მილიონი აშშ დოლარის ღირებულების დაფოსოებული სამკურნალო საშუალებების ექსპორტი განხორციელდა. 2017 წელს ქვეყნიდან  2 მილიარდ 735 525 100 აშშ დოლარის ღირებულების მედიკამენტები გავიდა. სტატისტიკა აჩვენებს რომ მედიკამენტების ექსპორტი ქვეყანაში განუხრელად იზრდება. საექსპორტო კალათში მეხუთეა და  4 % უკავია.

5  ტოპ  ექსპორტიორი კომპანია:

  • შპს ჯი-ემ-პი
  • შპს ფარმექსიმი
  • შპს ველფარ ინთერნეიშენალი
  • შპს ფარმსტანდარტი

რატომ  არის წამლები ძვირი და რას აკეთებს სახელმწიფო

ბიძინა ივანიშვილი 2012 წლის 5 ოქტომბერს ბიზნესის წარმომადგენლებს ხელშეუხებლობას დაჰპირდა, თუმცა იქვე მედიკამენტების ბაზარზე არსებულ მონოპოლიაზე  გაამახვილა ყურადღება.  მეორედ ივანიშვილმა მედიკამენტებზე ფასები დაწვს თემა  2013 წლის მარტში გაიხსენა : “ბაზარზე ფასების დაწევა ახალი მოთამაშის შემოყვანის გზით მოხდება ისე, რომ არ დავაზიანიოთ პირველი ორი ხაზის სააფთიაქო ქსელის ბიზნესი, რომელიც დღეს საქართველოში არსებობს. გაიაფება შეინიშნება ფარმაციის ბაზარზე, ახალი მოთამაშე უნდა შემოვიყვანოთ და ფასები დაიწევს ისე, რომ არ დაზარალდეს სხვა მოთამაშე.”

ბაზარზე ახალი მოთამაშე  „ჰუმანითი  ჯორჯია“ 2015 წლის ბოლოს მართლაც გამოჩნდა. საპარტნიორო ფონდმა კომპანიას 9  მლნ აშშ დოლაროს სესხი გამოუყო. მედიკამენტების  შემოტანა ქვეყანაში ამ ფულით მოხდა და ჰუმანითის მიერ იმპორტირებული იაფიმედიკამენტებიც აფთიაქებმა ქსელში დაუშვეს.  ბაზარზე 2016 წელს წამლებზე ფასის  შემცირების ხანმოკლე ტენდენციაც დაფიქსირა. თუმცა კომპანიას, რომელსაც საპარტნიორო ფონდის   აღმასრულებელი დირექტორის დავით საგანელიძის ძმის შვილი გიორგი საგანელიძე ხელმძღვანელობდა, საცალო ბაზრიდან მალევე გაქრა.   საპარტნიორო ფონდის  ინფორმაციით, „ჰუმანითი ჯორჯიამ“ სესხი დათქმულ ვადებში დაფარა.

პარლამენტის  წევრი  და ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი „ჰუმანითი  ჯორჯიას“  მედიკამენტების ბაზარზე ოპერირებას აფიორას უწოდებს: „ეს იყო აფიორა და იგი მედიკამენტებს ვერ გააიაფებდა“

მედიკამენტების ფასები ყოველწელს იზრდება. სახელმწიფო კი პროცესში ვერ ერევა:

„დღევანდელი მდგომარეობით, ფარმაცევტული კომპანიების 100% საქართველოში არის კერძო.არსებული კანონმდებლობითა და პოლიტიკით, ფასის ზღვრის დაწესება წამლებზე არმოიაზრება,“ – ასე აფასებს ფარმაცევტულ ბაზარზე მოქმედ თამაშის  წესებს  ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო.

„წამლები ძვირდება პროდუქტთან ერთად, ეს არის ფართო მოხმარების საქონელი და იმის გამო, რომ ბოლო წლებში ინფლაცია მაღალია, ეს ძალიან დააწვა ჩვენი მოქალაქეების ჯიბეს. წამლებზე ასეთი ფასები განპირობებულია იმითაც, რომ არ არსებობს არანაირი კონტროლი მომხმარებაზე. ჯანდაცვის სამინისტრომ სცადა ამის რეცეპტით დარეგულირება, მაგრამ ამ რეფორმამ არ იმუშავა და ეს არ აღმოჩნდა შემაკავებელი ფაქტორი,“ – ამბობს პარლამენტის წევრი და  ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი.

სად არის გამოსავალი?

„ერთადერთი გამოსავალი, რომ მეტნაკლებად წამლის მოხმარებაც და ფასიც  მოექცეს გარკვეული კონტროლის ქვეშ და ხელმისაწვდომი გახდბა მოსახლეობისთვის, არის ის, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში  ჩაერთოს ესენციური (საყოველთაო მოხმარების მედიკამენტები) მედიკამენტები, “  – ამბობს ზურაბ ჭიაბერშვილი.

თუმცა, ჯანდაცვის ექსმინისტრის შეფასებით, რისკი ამ შემთხვევაშიც არსებობს:

„ ამ შემთხვევაში რისკი არის ის, რომ მოხმარება არ შეიზღიდება და ეს კიდევ უფრო მძიმედ დააწვება სახელმწიფო ბიუჯეტს.   ჯანდაცვის სამინისტრო ამ შემთხვევაში არაეფექტური ადმინისტრატორია.  ამიტომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ადმინისტრირების გადაცემა უნდა მოხდეს  სადაზღვევო კომპანიებზე. სადაზღვევოები განახორციელებენ კონტროლს რამდენად ადექვატურად არის დანიშნული წამალი“.

ჯანდაცვის სამინისტრო ცდილობს მედიკამენტების ხარჯი საზოგადოების მოწყვლად ფენებს მაინც შეუმსუბუქოს. 2017 წლის 1 ივლისიდან   უფასო წამლების პროგრამა ამოქმედდა . როგორც  ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ და ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ დაანონსეს, პროგრამით დაახლოებით 600 000 მოქალაქეს უნდა ესარგებლა, რომელიც სოციალურად დაუცველ პირთა ან ქრონიკულ დაავადებათა მქონე მარტოხელა პენსიონერთა კატეგორიას განეკუთვნება.

ამ პროექტის შედეგებზე კომერსანტი აგრძელებს მუშაობას და უახლოეს მომავალში შემოგთავაზებთ.

ნინო ნატროშივლი

commersant.ge

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.