მეორე ტური – “ოცნება” კამპანიაში ელჩებს რთავს

არჩევნების მეორე ტურში გამარჯვებისთვის “ქართული ოცნება” ყველა რესურსის გამოყენებას გეგმას და კამპანიაში ელჩებსაც რთავს.

მთავრობამ ამ მიზნით სხვადასხვა ქვეყნიდან დიპლომატები გამოიწვია. აჭარაში იმყოფება უკვე აზერბაიჯანში საქართველოს ელჩი ზურაბ პატარიძე, რომელიც რამდენიმე თვის წინ სწორედ აჭარის მთავრობის ხელმძღვანელი იყო.

პატარიძე მოსახლეობასთან შეხვედრებს გეგმავს.

„ვიმყოფები შვებულებით ჩემს რეგიონში და მაქვს საშუალება ვესაუბრო მოსახლეობას. შევხვდე, გავიგო, რა ვითარებაა სად არის პრობლემები, უფრო ახლოს ვიყო მოსახლეობასთან. სად არის გამოსასწორებელი, თუ სად არის მეტი აქცენტები გასაკეთებელი.

მე ყველგან მივალ. ჩემი ამოცანაა, რომ მეტი შეხვედრა გავმართო , ხალხთან მქონდეს მჭიდრო კომუნიკაცია“-ამბობს პატარიძე.

“pirveliradio.ge”

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.