“მერე აღშფოთდებიან საპატრიარქოში, ვის ეძახით რუსეთუმეებსო” – მირცხულავა


“მერე აღშფოთდებიან საპატრიარქოში, ვის ეძახით რუსეთუმეებსო. რუსეთუმეები კი არა მონები ხართ, უღმერთოები, სიყვარულისგან დაცლილნი. სამშობლო და რწმენა, ღმერთი – თავისუფლება რა იცით თქვენ, ფულზე სულგაყიდულებო!-ასე ეხმაურება ანალიტიკოსი და თეოლოგი გოჩა მირცხულვა რუსთაველის გამზირზე კონტრაქვციაში სამღვდელოების ნაწილის ჩართვას. 

მირცხულავა ლევან ვასაძის გამოსვლებსაც ეხმაურება და წერს: 

“ვასაძე ბუნაგიდან პრაიდისტებმა რომ გამოიყვანეს და სწორედ დღეს, 8 ივლისს ამაში ვინმეს ეჭვი ეპარება? ეს მიზეზად, თორემ – თავს დავდებ – ვერ ამოვა ვასაძის მზე, ვერ – მთელი რუსეთის აგენტურა, გრუ-შნიკები, ეფესბეშნიკები, სასარგებლო იდიოტები ერთად რომ შეიყარონ. ვერ, ბლიად, გაიგეთ! 
რუსეთი ოკუპანტია! 
საპატრიარქო მოღალატე და ამ პროცესებთან ერთად დასრულდება მისი ჩრდილოეთის ციალიც” – წერს მირცხულავა.

ავტორი: გურიის მოამბე

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.