მერია „რიყის დოქების“ ახალ მესაკუთრეს ეძებს

ევროპის მოედანზე მდებარე შენობას – ე.წ. „რიყის დოქებს“ შესაძლოა მფლობელი გამოუჩნდეს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„არის ინტერესი რამდენიმე კომპანიის მხრიდან, ველოდებით შემოთავაზებებს. ჩვენ გავაცანით კონცეფცია, თუ რა უნდა იყოს ე.წ. დოქებში, როგორი პრინციპით უნდა იყოს გამოყენებული სამომავლოდ და ველოდებით წინდადებებს. ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუ რომელი კონკრეტული ბიზნეს კომპანია გააკეთებს ამ პროექტს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

„რიყის დოქების“ ამჟამინდელი მფლობელი ეკონომიკის სამინისტროა. ნაგებობა, რომლის მშენებლობაც 2012 წელს დასრულდა ამ დრომდე უფუნქციოა. მასზე 75 მილიონი ლარი დაიხარჯა.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.