“მერი იტყუება” – ,,კადეტთა კორპუსის” მცხოვრებლები კალაძის წინააღმდეგ (ფოტო)

,,კადეტთა კორპუსის” მცხოვრებლები თბილისის მერს სიცრუეში ადანაშაულებენ. საქმე ეხება კახა კალაძის განცხადებას, რომელიც მან გუშინ გააკეთა და ერთ ერთ საჯარო გამოსვლაში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების პრობლემას შეეხო. კალაძემ იმ ადამიანებზე ისაუბრა ვინც ქალაქის მერიას კონკრეტული გადაწყვეტილებების განხორციელებაში ხელს უშლის და მაგალითად რ.ლაღიძის #2-სა და რ. თაბუკაშვილის #46-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი, ე.წ. კადეტთა კორპუსი დაასახელა.

“მთელი პასუხისმგებლობით შეგვიძლია, განვაცხადოთ, რომ მერი ტყუის, ანუ არ ამბობს სიმართლეს და ცდილობს, მერიის დაუდევრობა მობინადრეებს გადააბრალოს. „კადეტთა კორპუსს“, როგორც ორი საუკუნის წინ აშენებულ ნაგებობას, მინიჭებული აქვს კულტური ძეგლის სტატუსი. ეს ნიშნავს, რომ ამ ობიექტზე ყველა მოქმედებას განსაზღვრავს კანონი „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ.“

 

იმისათვის, რომ თბილისის მერიამ დაიწყოს შენობის რეაბილიტაცია, რომელიც მძიმე ავარიულ მდგომარეობაშია, კანონით, საჭიროა მობინადრეების 100%-იანი თანხმობა, ან და სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან, კანონის აღსრულება! კანონში „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ.“ პირდაპირ წერია (მუხლი 30. პუნქტი 5) თუ მესაკუთრე ვერ ახდენს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაცვას, მაშინ სახელმწიფო ვალდებულია მიმართოს სასამართლო და მესაკუთრის ნებართვის გარეშე მოახდინოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაცვა/რეაბილიტაცია. აქვე გასათვალისწინებელია, რომ „კადეცკი კორპუსის“ მაცხოვრებელთა აბსოლუტური უმრავლესობა მზად არის, სამუშაოების დასაწყებად და მზად არის ხელი მოაწეროს ყვეა დოკუმენტს, რომელიც კორპუსის გადასარჩენად და მობინადრეთა სიცოცხლის დასაცავად იქნება საჭირო. ამასთან ერთად, ზემოთ ნახსენები კანონის მიხედვით, მერია ვალდებულია, შენობაზე მუდმივად განახორციელოს მონიტორინგი და მოსახლეობისგან სავარაუდო წინააღმდეგობის შემთხვევაში, სასამართლოს დახმარებით მიაღწიოს სავალდებულო თანხმობას. კანონით მინიჭებული ეს უფლება მერიამ წარმატებით გამოიყენა აღმაშენებლის გამზირის, კოლმეურნის მოედნის და სხვა ობიექტების რეაბილიტაციის შემთხვევაში” – აცხადებენ მაცხოვრებლები.

მათივე ინფორმაციით, „კადეცკი კორპუსის“ მაცხოვრებლები, ამხანაგობა, წლებია უშედეგოდ ცდილობს მიაღწიოს რაიმე შეთანხმებას მერიასთან. არაერთი თხოვნის და ოფიციალური განცხადებით მიმართვის მიუხედავად, ვერ მოხერხდა შეხვედრა თბილისის ამჟამინდელ მერთან, კახა კალაძესთან.

“მთაწმინდის გამგეობაში შეტანილი ყველა განცხადება, დღემდე რეაგირების გარეშე რჩება. წლების განმავლობაში, ისევე როგორც, ნარმანიას მერობის დროს და დღევანდელი ადმინისტრაციის პირობებშიც, ვერ მოხერხდა კონკრეტული პასუხის მიღება, როგორ შეიძლება გადაწყდეს „კადეცკი კორპუსის“ პრობლემა. ჩვენ არაერთხელ მივმართეთ თბილისის განვითარების ფონდსაც, 2016 წელს შეტანილი განცხადების საპასუხოდ, გუშინ 2018 წლის 29 მარტს, 2 წლიანი დაგვიანებით მივიღეთ პასუხი, რომ თუ მოსახლეობის 100% თანხმობა იქნება, „ფონდი 2019-2020 წლისთვის დაიწყებს შესაბამისი ფინანსური სახსრების მოძიებაზე მუშაობას“ – რაც ნიშნავს, რომ სახემწიფო 2 წელიწადში დაიწყებს წინასარეაბილიტაციო სამუშაოებს: მოკვლევა-ანალიზსს, ხოლო როდის დაიწყება სარესტავრაციო, ან გამაგრებითი სამუშაოები, ეს უცნობია! რეალური პრობლემა არის ის, რომ მერიას „კადეცკი კორპუსის“ სარეაბილიტაციო თანხები გათვალისწინებული არ აქვს ბიუჯეტში, მერი კალაძე კი ცდილობს, პრობლემა მოსახლეობას გადააბრალოს და პასუხისმგებლობა ჩამოიხსნას.

მთავარი პრობლემა არის ის, რომ „კადეცკი კორპუსს“ ამდენი დრო არ დარჩა. კორპუსი ყოველ დღე ინგრევა; ყოველდღიურად მატულობს ბზარები, ცვივა შენობის ფრაგმენტები და დაზიანებულია საყრდენი კედლები, რაც საფრთთხეს უქმნის 80 ოჯახის სიცოცხლეს. შენობა-ნაგებობა, რომელზეც საუბარია, მინიჭებული აქვს მე-4-ე კატეგორიის ავარიული შენობის სტატუსი. თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის ეს დასკვნა დევს მთაწმინდის გამგეობაშიც და სავარაუდოდ, თბილისის მერიაშიც.

ამ სიტუაციიდან გამოსავალი შემდეგია, შესაბამისად „კადეცკი კორპუსის“ მაცხოვრებელთა მოთხოვნაც არის, რომ მერიამ და სახელმწიფომ შესასრულოს მასზე დაკისრებული უფლება მოვალეობები და სასწრაფოდ დაიწყოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაცია, ან მოიხსნას სტატუსი, რაც მოსახლეობას საშუალებას მისცემს სახელწიფო რეგულაციების და ზედამხედველოს გარეშე საკუთარი ქონება თავად განკარგოს” – აცხადებენ კორპუსის მაცხოვრებლები.

„ადამიანები გამოდიან და გვაკრიტიკებენ, რატომ არ უფრთხილდებით ისტორიულ ძეგლებსო. კონკრეტული მაგალითი მაქვს: მივდივართ კადეტთა კორპუსთან, ისტორიული კორპუსია მთაწმინდაზე, რომელიც არის კატასტროფულ, ავარიულ მდგომარეობაში, შეიძლება დაინგრეს. მივდივართ და ვეუბნებით, ეს არის სარეაბილიტაციო. ჩვენ რეაბილიტაციის ფარგლებში გვაქვს ვალდებულება, რადგან ისტორიული ძეგლია, იერსახე შევუნარჩუნოთ. იქ არიან ადამიანები, რომლებსაც არაკანონიერი მიშენებები აქვთ, ვეუბნებით, რომ ძეგლის ფარგლებში ეს უკანონობები უნდა მოიხსნას, ძეგლს უნდა მიეცეს სახე, მაშინვე ექმნებათ დისკომფორტი და იწყება წინააღმდეგობა. ეს როგორ შეიძლებ?“ – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ გუშინდელ გამოსვლაში.

წყარო: pirveliradio.ge

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.