მეტრო „ვარკეთილმა“ დღეს დილიდან მუშაობა განაახლა

მეტროსადგურმა „ვარკეთილმა“ დღეს დილიდან მუშაობა განაახლა. მატარებლების მიმოსვლა დილის 06:00 საათიდან აღდგა. ტერიტორია კი სადაც გუშინ ჭერი ჩამოინგრა და შედეგად მოქალაქეები დაშავდნენ, გასუფთავებულია.

შეგახსენებთ, რომ გუშინ დილით მეტროსადგურ „ვარკეთილში“ ე.წ შეკიდული ჭერი ჩამოინგრა. დაშავდა14 ადამიანი. ამ დროისთის საავადმყოფოებში მკურნალობას 13 მათგანი განაგრძობს. ნაწილს ტვინის შერყევა, ნაწილს კი კიდურების მოტეხილობა აღენიშნება. რამდენიმე მათგანს ქირურგიული ჩარევაც დასჭირდა.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.