მეუღლე სუს-ში და შეცვლილი ჩვენება – რატომ გაათავისუფლეს პოლიციელი სამსახურიდან?

პატრულ-ინსპექტორი გია ხალვაში, რომელმაც 11 მარტს ბათუმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სასამართლოში ჩვენება მისცა. ჩვენების მიცემის შემდეგ ჟურნალისტებს უთხრა, რომ მისმა მეწყვილემ ჩვენება მეუღლის, სუს-ის თანამშრომლის დავალებით შეცვალა, სამსახურიდან გაათავისუფლეს.

გათავისუფლების ბრძანებაში საუბარია რამდენიმე სამსახურებრივ გადაცდომაზე, მათ შორის პატრულ-ინსპექტორის მიერ 11 მარტის მოვლენებთან დაკავშირებით მედიასთან გაკეთებულ განცხადებაზე. როგორც გათავისუფლების ბრძანებაში წერია, მას ეს განცხადება სამინისტროსთვის არ შეუთანხმებია, რაც მედიასთან ურთიერთობის ინსტრუქციის დარღვევაა. ეს ინსტრუქცია მინისტრის ბრძანებით ყოფილა დამტკიცებული. თავად გია ხალვაში აცხადებს, რომ ის საპატრულო პოლიციის უფროსთან, კახა ბუხრაძესთან დაპირისპირების გამო გაათავისუფლეს.
,,კახა ბუხრაძესთან ჩემი უთანხმოების საფუძველი გახდა ის, რომ რაღაც საკითხებზე ხმამაღლა გამოვხატე ჩემი აზრი. როცა მოვიდა, თავისებური რეჟიმის დამყარება სცადა. ინსპექტორებს შესვენება შეგვიმცირა, გვიწესებდა წესებს, თუ სად უნდა გვეჭამა, სახლში მისვლა აგვიკრაძლა. წამოვიდა აგრესია იმასთან დაკავშირებით, რომ მკაცრად უნდა ყოფილიყო საჯარიმო ქვითრები დაწერილი. გამოვთქვი აზრი, რომ არ შეიძლებოდა ასე. პატარა ქალაქია, შეგვეძლო მიგვეღო პრევენციული ზომები. ვფიქრობდი, რომ პირდაპირ 200-ლარიანი და 500-ლარიანი ჯარიმა ზედმეტი იყო და ეს ხალხში ცუდ რეაქციას გამოიწვევდა,“- აცხადებს ხალვაში.

 

comments

ვაკო კუპრაშვილი

საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "INFO NEWS"-ის ჟურნალისტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.