მექსიკელი მედიამაგნატი პირადმა მცველმა შემთხვევით მოკლა (ვიდეო)

მექსიკელი ტელემაგნატი, კომპანია Izzi Telecom-ის ხელმძღვანელი ადოლფო ლაგოს ესპინოზა უსაფრთხოების დაცვის წევრმა შემთხვევით მოკლა. ინფორმაციას ამის შესახებ mexiconewsdaily ავრცელებს.

ტელემაგნატი მეგობართან ერთად ველოსიპედით სეირნობდა, რა დროსაც მათ მძარცველები დაესხნენ თავს და დაყაჩაღებას შეეცადნენ. აღსანიშნავია, რომ გარდაცვლილი 9 ათასი ამერიკული დოლარის ღირებულების ველოსიპედით სეირნობდა.

მძარცველების მოგერიებას დაცვის წევრი ცეცხლის გახსნით შეეცადა, თუმცა ერთ-ერთი ტყვია ესპინოზასაც მოხვდა და გარდაიცვალა.

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.