მეცნიერების ახალი მიგნება, რომელიც უსინათლობას დაამარცხებს

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის კვლევის მიხედვით, მსოფლიოში 285 მილიონზე მეტი ადამიანი უსინათლო ან ნაწილობრივ მხედველობადაქვეითებულია. როგორც Independent.co.uk წერს, მეცნიერებმა განავითარეს ახალი ტექნოლოგიები, რომლებიც თვალის უჯრედებს ზრდის და ავითარებს.

იდეა კიოტოს უნიევრსიტეტის პროფესორს შინია იამანაკას ეკუთვნის. იამანაკამ და ბრიტანელმა ბიოლოგმა ჯონ გარდონმა 2012 წელს ერთობლივი ნამუშევრისთვის ნობელის პრემიაც მიიღეს.

აღმოჩენის არსი ასეთია: იამანაკამ კოლეგებთან ერთად აღმოაჩინა უჯრედის თვისება, რომლითაც ის რეპროგრამირების შედეგად ემბრიონის მდგომარეობას უბრუნდება. რეპროგრამირებული უჯრედები თავის მხრივ შესაძლებელია მეცნიერებმა გამოიყენონ ქსოვილებისა და ორგანოების ტრანსპლანტაციისათვის, ასევე, რეგენერაციული მედიცინისათვის.

სწორედ ამ გზით შეეცდებიან მეცნიერები რეპროგრამირებული ქსოვილი უსინათლობის სამკურნალოდ გამოიყენონ. თვალის ქსოვილის ტრანსპლანტაციის კლინიკური კვლევები სხვადასხვა ქვეყანაში უკვე მიმდინარეობს. მაგალითად, კარდიფისა და ოსაკას უნივერსიტეტის პროფესორებმა უსინათლო კურდღლის თვალის ქსოვილის აღსადგენად მას ეპითელიუმის რქოვანა გადაუნერგეს. ექსპერიმენტი წარმატებით დასრულდა.

​მსგავსი კვლევები რუსეთის ქიმიური მედიცინის სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმაც ჩაატარა და შეიტყო, თუ როგორ უნდა უმკურნალონ თვალის ბადურას კანის უჯრედების დახმარებით. კვლევებში მალე ადამიანებიც ჩაერთვებიან. პირველი ოპერაცია თვალის ბადურის ტრანსპლანტაცია იქნება, რომელიც გენეტიკური მაკულარული დეგენერაციის მქონე ოჯახში ჩატარდება.

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.