მეცნიერები ადამიანებს სხეულის მომავლისთვის შენახვას სთავაზობენ

ამერიკაში, არიზონაში, კომპანია Alcor-ი ადამიანებს საკუთარი სხეულის მომავლისთვის “შენახვას” სთავაზობენ. მეცნიერების თქმით, თხევად აზოტში გარდაცვლილი ადამიანის სხეულის -200°C-ზე შენახვისას, შესაძლოა ორგანოები არ დაზიანდეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მკვლევრების მტკიცებით, სრულიად რეალურია, მეცნიერება იმდენად განვითარდეს, რომ გაყინული ორგანიზმების გაცოცხლება გახდეს შესაძლებელი.

ადამიანებს, ვინც სიცოცხლეშივე გადაწყვეტს, სიკვდილის შემდეგ მათი სხეულები გაყინონ, $200 ათასის გადახდა მოუწევთ.

ნეირომეცნიერები იდეას სკეპტიკურად აღიქვამენ და ამბობენ, რომ გაყინული ორგანიზმის გაცოცხლება, მეცნიერების განვითარების ვერცერთ საფეხურზე ვერ იქნება შესაძლებელი.

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.
%d bloggers like this: