მეცნიერები: ადამიანის ქცევის პროგნოზირება 11 წამით ადრე შეიძლება

ავსტრალიელი ნეირომკვლევარები, რომლებიც ტვინის იკვლევენ, აცხადებენ, რომ ადამიანის ქცევის პროგნოზირება 11 წამით ადრეა შესაძლებელი, – წერს techcult -იScientific Reports -ზე დაყრდნობით. 

ნეირომკვლევარები ექსპერიმენტში მონაწილეებს რიგრიგობით უერთებდნენ აპარატს და ტვინის აქტივობას იკვლევდნენ. რომლის შემდეგაც მიღებულ გამოსახულებებს შორის განსხვავება გამოიკვეთა: ჰორიზონტალური წითელი და მწვანე ზოლები.

ექსპერიმენტში მონაწილეებს უნდა აერჩიათ რომელიმე გამოსახულება და აზრობრივად მასზე უნდა მოეხდინათ კონცენტრირება და შესაბამისი ღილაკისთვის უნდა დაეჭირათ ხელი. მთელ პროცესს 20 წამი სჭირდებოდა. საშუალოდ 11 წამში ღილაკის არჩევამდე მეცნიერებს შეძლოთ დადგენა, რა არჩევანს გააკეთებდა ექსპერიმენტში მონაწილე. 

კვლევის ავტორები ამბობენ, რომ ტვინი მუდმივად გამოიმუშავებს „ვირტუალურ“ გადაწყვეტილებებს, როგორც კი ადამიანი ეჯახება სიტუაციას, დგება არჩევანის  წინაშე. ეს ხდება გაუცნობიერებლად. როცა ცნობიერი პროცესი ირთვება ტვინი მზა იდეებიდანერთ-ერთს ირჩევს. 

თუ ეს მოსაზრება სარწმუნოა, მაშინ არ არის პრობლემა ადამიანის „აზრი-სიგნალის“დაჭერა ვიდრე ტვინი მოქმედებაზე ბრძანებას გასცემს. ექსპერიმენტში ეს ნაწილობრივ გამოჩნდა, მაგრამ მეცნიერები ამბობენ, რომ მომავალში შეიძლება ისეთი ნეიროინტერფეისის შექმნა, რომლითაც ფიქრების და ინტუიციის მართვა იქნება შესაძლებელი.  

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.