მეცნიერები: დღევანდელი ესპანელების გენის 20% შავი ზღვიდან წამოსული ხალხის დნმ-ს ემთხვევა

ბრინჯაოს ხანაში ცენტრალური ევროპიდან იბერიის ნახევარკუნძულზე (იგივე პირენე) მიგრაციამ თანამედროვე ესპანელების დნმ-ში კვალი დატოვა. ასეთია ესპანეთსა და პორტუგალიაში ჩატარებული მასშტაბური კვლევის დასკვნა.  კვლევა დაახლოებით 8 ათას წელს ეხება. დნმ-ი იბერიის ნახევარკუნძულზე მცხოვრებ 403 ნაშთზე დაყრდნობით გაკეთდა, რომლებიც ძვ.წ. 6000 და ახალი წ.აღ. 1600 წლებში ცხოვრობდნენ.

მთავარი დასკვნა მდგომარეობს იმაში, რომ ბრინჯაოს პერიოდის მიგრაციამ იბერიის ნახევარკუნძულზე ჩამოაყალიბა ცენტრალური ევროპელების გენეტიკური პროფილი, რომელიც აბსოლუტურად ემთხვევა შავი ზღვის ველში მცხოვრები ხალხის გენს. აშკარაა, რომ ისინი იყვნენ მომთაბარე მწყემსები, რომლებიც თანდათან გადაადგილდებოდნენ დასავლეთით ახალი საძოვრების ძიებაში.

მეცნიერებმა ქრომოსომა Y-ის ანალიზი გააკეთეს – დნმ-ის იმ ნაწილის, რომელიც მამიდან ვაჟს გადაეცემა, ამიტომ მასზე დაკვირვება შესაძლებელია კაცის ხაზით. აღმოჩნდა, რომ ძვ.წ 2000 წლისთვის, იბერიის ნახევარკუნძულზე მცხოვრები ხალხის Y ქრომოსომები, თითქმის მთლიანად შეერია ცენტრალური ევროპიდან წასული ხალხის გენს. 

გენომის მთლიანმა ანალიზმა აჩვენა, რომ უფრო გვიანდელ იბერიელებს, თავიანთ დნმ-ის დაახლოებით 40% გენეტიკური მასალა, სწორედ ამ „ჩამოსული“ ხალხისგან აქვთ. 

გარდა ამისა, ესპანელების გენომში ბევრია ჩრდილოეთ აფრიკიდან ჩასული ხალხის გენეტიკური მასალა, თანაც იმდენი, რომ დროის რაღაც მომენტში ჩრდილოაფრიკული და იბერიული დნმ 50:50-ზე იყო, თუმცა თანამედროვე ესპანელებს და პორტუგალიელებს აფრიკული გენიდან, მხოლოდ 5% დარჩათ.

ამგვარად თანამედროვე ესპანელებმა და პორტუგალიელებმა თავიანთი დნმ-ის დაახლოებით 50% მიიღეს ნახევარკუნძულზე მცხოვრები აბორიგენებისგან ჯერ კიდევ ნეოლითის ხანაში, კიდევ 25% – უძველესი მონადირე-შემგროვებლებისგან და 20% – შავი ზღვის ველის მომთაბარებისგან, რომლებიც ნახევარკუნძულზე ბრინჯაოს ხანის დროს გამოჩდნენ.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.