მეცნიერები პირველ ტელეპათიურ სოციალურ ქსელ BrainNet-ს ქმნიან

ორ ადამიანს შორის ტელეპათიური კავშირის დამყარების მომენტი სულ უფრო ახლოვდება, თუმცა ჯერ კიდევ ბევრი ნიუანსია დასაზუსტებელი. როგორც ABC წერს, ვაშინგტონის უნივერსიტეტში BrainNet-ის შექმნის შესახებ განაცხადეს. 

BrainNet-ი სოციალური ქსელის ან პლატფორმის სახით იქნება, რომლითაც ორი ან მეტი ადამიანის ტვინის ერთმანეთთან დაკავშირება იქნება შესაძლებელი. საუბარია პირველ არაინვაზიურ ინტერფეისზე, რომელიც პრობლემების გადაჭრსა და ამოცანების შესრულებაზე იქნება დაპროგრამებული.

ამ პროგრამის შესაქმნელად ერთმანეთთან ელექტროენცეფალოგრამისა და ტრანსკრანიალური მაგნიტური სტიმულაციის კომბინაცია გახდა საჭირო. სპეციალისტების თქმით, ამ კომბინაციის გამოყენებით არაინვაზიური ინფორმაციის ტვინისთვის პირდაპირი გადაცემა შესაძლებელი იქნება – ეს დაახლოებით თელეპათიური კავშირია, თუმცა სამეცნიერო კვლევებზე დაფუძნებული.

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ სამმა უცხო ადამიანმა, რომლებიც ერთმანეთს გონების ძალით უკავშირდებოდნენ, აშშ-ში ერთად კომპიუტერული თამაში “ტეტრისი” ითამაშა. თითოეული მათგანი ენცეფალოგრაფზე იყო მიერთებული და კავშირს მეორესთან იმპულსების საშუალებით ამყარებდა.

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.