მეცნიერები საზოგადოებას აეროზოლების მავნებლობაზე აფრთხილებენ

მსოფლიოს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) ახალი ანგარიშის მიხედვით, წლიდან წლამდე იზრდება იმ ადამიანთა რაოდენობა, რომელიც აეროზოლის გამოყენების შედეგად ავადდება.

საუბარია სახლში ბაღლინჯოებისა და სხვა მავნებლების გასანადგურებლად შექმნილ ქიმიურ ნაწარმზე.

აეროზოლების სახლში ჭარბი ოდენობით გამოყენება ადამიანების ჯანმრთელობას სხვადასხვა სახით ვნებს. წლების განმავლობაში, ადამიანები მათი გამოყენების შემდეგ ხშირად უჩივიან ხველას, სუნთქვის გაძნელებას, გულისრევასა და ღებინებას.

შემთხვევების გამო, ამერიკის გარემოს დაცვის სააგენტოს (EPA) ინიციატივით, ქიმიურ ნაწარმზე სავალდებულო გახდა ინსტრუქციის დეტალურად დატანა,- ფოტოების თანხლებით.

აშშ-ში, 2007-2015 წლებში აეროზოლებით მოწამვლისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების  3 222 შემთხვევა დაფიქსირდა.

მეცნიერები მოუწოდებენ მოსახლეობას, ქიმიური ნაწარმის გამოყენებისას ღია დატოვონ კარი ან ფანჯარა, რათა სახლში დაბუდებულ მავნებლებთან ერთად, თავადაც არ დაზიანდნენ.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.