მეცნიერები: სტრესი და ტრავმები ადამიანს გენებით გადაეცემა

ცხოვრებაში მიღებულ სტრესს და ტრავმებს გენები იმახსოვრებენ და ჩვენს მღელვარებას მომავალ თაობებს გადასცემენ – თემას ვრცელ სტატიას გამოცემა Le temps -ი უძღვნის. 

თუმცა მათი წაშლა შეიძლება მაშინ, როცა ნერვიული სისტემის აღდგენა მიმდინარეობს და ადამიანი მშვიდდება. 

ამერიკელმა მეცნიერებმა 2015 წელს კვლევების შედეგად დაადგინეს, რომ ტრაგიკული გამოცდილება დნმ-ის დონეზე იწერება და მშობლები, რომლებმაც სტრესი და ტრავმები მიიღეს, ამ გამოცდილებას საკუთარ შვილებს გენების მეშვეობით გადასცემენ. 

„ეს გაუცნობიერებლად ხდება “ – ამბობს ექიმი დენიელ შეხერი, რომელიც პოსტტრავმული და სტრესული მდგომარეობის სპეციალისტია. 

მისი თქმით, ამის გარდა ბავშვებს გადაეცემათ ფსიქოლოგიური სისუსტე, რაც მოქმედებს მათ მდგრადობაზე სტრესის მიმართ. 

„კარგი სიახლე ის არის, რომ ეს ეპიდგენეტიკური ცვლილებები არ არის საბოლოო, და ქრება მაშინ, როცა ნერვიული სისტემა წყნარდება და აღდგენას იწყებს“ – ნათქვამია სტატიაში.   

„მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის სურათებზე ჩვენ ვხედავთ, რომ ტრავმირებულ დედებს, გიპოკამპი, რომელიც „ემოციური ტვინის“ ნაწილია უფრო არასტაბილურია, მიუხედავად იმისა, რომ ემოციურ ფონზე პასუხისმგებელია ტვინის ქერქი, რომელიც ემოციებს არეგულირებს. მაგრამ თერაპიის შემდეგ ტვინის უბნები,რომლებიც სტრესს მართავენ, ნორმალურად ფუნქციონირებენ “ – ამბობს დენიელ შეხერი.  

არის თუ არა იმის ალბათობა, რომ მემკვიდრეობითი სტრესისგან იყოს მომავალი თაობა დაცული?

მეცნიერებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი, ტრავმირებულ თაგვებზე გამოსცადეს მედიკამენტები, რომლებიც სტრესს შლის. ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ თაგვების დნმ-ში სტრესის კვალი წაიშალა. მეცნიერები გეგმავენ კვლევების ჩატარებას, ვიდრე მედიკამენტებს კლინიკურად ადამიანებზე გამოცდიან. 

მეცნიერები ამბობენ, რომ სტრესი მანამდე უნდა განიკურნოს, ვიდრე დააზიანებს გენებს. 

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.