მეცნიერებმა აღმოაჩინეს ახალი მექანიზმი, რომელიც კიბოს უჯრედების გავრცელებას აჩერებს

კანადელმა მკვლევრებმა კიბოს უჯრედების ზრდა-გავრცელების შეჩერების პირდაპირი მოლეკულური მექანიზმი აღმოაჩინეს. მონრეალის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ რიბოსომების შემადგენლობის სუფთა ბალანსის დარღვევის შედეგად, წყდება კიბოს უჯრედების გავრცელება, რადგან იწყება მათი ფიზიოლოგიური დაბერების პროცესი. რიბოსომები უჯრედის შემადგენელი უზარმაზარი მოლეკულებია, რომლებსაც გენეტიკურ კოდს ცილებად გარდაქმნიან.

„რიბოსომები რნმ-ისა და ცილებისგან შემდგარი კომპლექსური მანქანებია, რომლებიც უჯრედების ზრდისთვის საჭირო ყველა ცილას აწარმოებენ“, — ამბობს კვლევის ავტორი, მონრეალის უნივერსიტეტის ბიოქიმიის პროფესორი ჟერარდო ფერბეირი.

მისი თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ კიბოს უჯრედები იზრდება და დაუსრულებლად ვრცელდება, საჭიროა დიდი ოდენობით რიბოსომები. იმისათვის, რათა შეზღუდულ პროპორციებში ერთმანეთთან ჩამწკრივდნენ, მზარდი უჯრედები კოორდინაციაში უნდა იყოს როგორც რიბოსომული რნმ-ის, ისე რიბოსომული ცილების წარმოებასთან.

„გაოცებული დავრჩით, როცა გავარკვიეთ, რომ თუკი კიბოს უჯრედში დაირღვევა რიბოსომული რნმ-ის ცილების წარმოების პროპორცია, ძალიან მარტივი და პირდაპირი მეთოდით შესაძლებელი ხდება მათი გავრცელების სრულიად შეჩერება“, — ამბობს ფერბეირი.

კვლევის ფარგლებში, ფერბეირმა და მისმა ჯგუფმა აღმოაჩინა ახალი მექანიზმი, რომელიც რიბოსომულ რნმ-ს აცალკევებს რიბოსომული ცილების სინთეზისგან, რაც თავის მხრივ, აჩერებს ონკოგენური მუტაციების მატარებელი უჯრედების გავრცელებას.

ჯგუფმა წარმოადგინა არაბალანსირებული რიბოსომული რნმ-ისა და რიბოსომული ცილების სინთეზი ონკოგენური ფიზიოლოგიური დაბერების დროს, რაც აღმოფხვრის კიბოს წარმოქმნას. ლაბორატორიაში, დაბერებადმა უჯრედებმა შეწყვიტეს რიბოსომული რნმ-ის სინთეზი, მაგრამ გააგრძელეს რიბოსომული ცილების წარმოება. ამის შემდეგ, ჯგუფმა დაადგინა, რომ რიბოსომული ცილის ჭარბმა ასლებმა სახელად RPS14, შესაძლოა შეაჩერონ და ხელი შეუშალონ საკვანძო ცილას — CDK4-ს, რომელიც საჭიროა უჯრედის გავრცელების სამართავად.

კვლევის ერთ-ერთი ავტორი, ფრედერიკ ლასარი ხაზს უსვამს ჯგუფის მიერ აღმოჩენილ უშუალო თერაპიულ შედეგებს.

„წამალი, რომელიც აჩერებს რიბოსომული რნმ-ის ბიოგენეზისს, დაუყოვნებლივ განაპირობებს რიბოსომული ცილების აკუმულაციას რიბოსომების გარეთ. რაც უფრო მეტს აწარმოებს მათ სიმსივნური უჯრედები, თანდათან უფრო მეტად ზიანდებიან“.

კვლევის კიდევ ერთი ავტორის, მარლენ ეფინგერის განცხადებით, ფიზიკური ურთიერთკავშირი ცილა RPS14-სა და CDK4-ს შორის, ამ დრომდე აღმოჩენილი ყველაზე პირდაპირი კავშირია რიბოსომის სინთეზსა და უჯრედების გავრცელების რეგულაციას შორის. მისივე თქმით, ეს გახლავთ ძალიან სპეციფიკური, კონკრეტული გზა, რომლითაც შესაძლებელია კიბოს ზრდის შეჩერება.

მომზადებულია umontreal.ca-ს მიხედვით

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.