მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ქალებთან კამათს აზრი არ აქვს

შვედმა მკვლევრებმა დაადგინეს, თუ რატომ არის ქალთან კამათი უაზრო. ისინი კაცებს ურჩევენ ამ პროცესს თავი აარიდონ, რადგან დამარცხდებიან, – ამის შესახებ გამოცემა The Daily Mail-ი წერს.

მეცნიერებმა გამოარკვიეს, რომ ქალებს უკეთ ახსოვთ სხვადასხვა დეტალი და კაცთან კამათისას შეუძლიათ წარმატებულად გამოიყენონ. მაგალითად ცნობილი ფრაზები: „ვინ თქვა და რა“, „სად არის დაკარგული ნივთები“. კაცობრიობის მშვენიერ ნახევარს ამ მიმართულებით აქვს უპირატესობა, რადგან მათ კარგად აქვთ განვითარებული ეპიზოდური მეხსიერება, რის შედეგადაც ზუსტად ახსოვთ სხვადასხვა დროს მომხდარი მოვლენები. მეცნიერები აცხადებენ, რომ სწორედ ეს ფაქტორი განსაზღვრავს იმას, რომ ქალთან კამათი უაზრობაა. 

შვედი მეცნიერების კვლევამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ქალები უკეთ იმახსოვრებენ სახეებს და სუნს. 

ექსპერტების ჯგუფმა თავისი დასკვნები 617 კვლევაზე დააფუძნა, რომელიც 1973-2013  წლებში ჩატარდა. ექსპერიმენტში 1,2 მილიონი ადამიანი მონაწილეობდა.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.