მეცნიერებმა დაადგინეს, რამდენი ადამიანის დამახსოვრება შეგვიძლია ერთდროულად

მეცნიერებმა იორსკის უნივერსიტეტიდან ჩაატარეს კვლევა, თუ რამდენი ადამიანის სახის დამახსოვრება შეგვიძლია ერთდროულად. პროექტში 25 ადამიანი მონაწილეობდა. კვლევის შესახებ RSPB-მ დაწერა.

თავიდან ფსიქოლოგებმა ექსპერიმენტში მონაწილეებს სთხოვეს გაეხსენებინათ ნაცნობი სახეები, ხოლო შემდეგ ადამიანები, რომლებსაც პირადად არ იცნობდნენ, მაგალითად, მსახიობები, პოლიტიკოსები, მუსიკოსები, ასევე ისინიც, ვისაც არ იცნობდნენ, მაგრამ ყოველდღე ხედავდნენ.

ექსპერიმენტის მონაწილეებს ასევე აჩვენეს 3 500 ცნობილი ადამიანის ფოტო.

საბოლოოდ, კი მეცნიერებმა დაადგინეს, რომ საშუალო მონაცემების მქონე ადამიანს შეუძლია დაიმახსოვროს 5000 სახე, რომელიც ერთხელ მაინც უნახავს.

მკვლევრები ამბობენ, რომ ექსპერიმენტის შედეგები შესაძლოა იმ პირებს გამოადგეთ, რომელთა სამსახური ადამიანების იდენტიფიცირებას ემსახურება.

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.