მეცნიერებმა ზამთრის მოულოდნელი საფრთხე აღმოაჩინეს

სპეციალისტებმა შვედეთის 274 000 მოქალქის მონაცემები გააანალიზეს, რომლებსაც 1998-2013 წლებში მიოკარდიუმის ინფარქტის დიაგნოზი დაუსვეს. მათი ასაკი 50-დან 89 წლამდე იყო.

როგორც გაირკვა, 0 გრადუსზე დაბლა ტემპერატურისას გულის შეტევის ალბათობა 9%-ით გაიზარდა. მეცნიერებმა მონაცემები ჰაერის დაბინძურების შედეგებს შეადარეს, თუმცა აღმოაჩინეს, რომ გადაწყვეტი მნიშვნელობა სიცივეს აქვს. ამასთან, ჰაერის ტემპერატურის 2-4 გრადუსამდე ზრდის შემთხვევაში ინფარქტის შემთხვევები ნაკლები იყო.

სპეციალისტები მიღებულ შედეგებს იმით ხსნიან, რომ ზამთარში ქუჩაში სისხლძარღვები ვიწროვდება, რის გამოც გულს ნაკლები ჟანგბადი მიეწოდება.

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.