მეცნიერებმა კაცობრიობის სამშობლო დაადგინეს

ბოტსვანა

ფოტო: shutterstock.com

თანამედროვე კაცობრიობის დაბადების ადგილი სამხრეთ აფრიკაში, ბოტსვანის ტერიტორიაზეა. ამის შესახებ CNN-ი წერს

გამოცემა ჰარვარდის და სიდნეის უნივერსიტეტების სამედიცინო კვლევების ინსტიტუტის მეცნიერების ნაშრომის შესახებ წერს, რომლის ავტორებმაც ადამიანის სამშობლოს დადგენა მოახერხეს. 

„უკვე დიდი ხანია ვიცით, რომ ანატომიური თვალსაზრისით თანამედროვე ადამიანები 200 000 წლის წინ წარმოიშვნენ. თუმცა ჩვენი წინაპრების დაბადების ზუსტი ადგილი დისკუსიების საგნად რჩებოდა. ჩვენ ვიპოვეთ ადგილი, რომელსაც ადამიანის სამშობლოდ ვთვლით“, – აცხადებს ჯგუფის ხელმძღვანელი ვანესა ჰეისი. 

ეს ადგილი მდინარე დიდი ზამბეზის სამხრეთით მდებარეობს და ჩრდილოეთ ბოტსვანის, ნამიბიის და ზიმბაბვეს ტერიტორიების ნაწილს მოიცავს. ადრე იქ ტბები და ჭაობები იყო, დღეს კი უდაბნო კალახარი. 

კვლევის თანახმად, Homo sapiens-ები 200 000 წლის წინ გაჩნდნენ, 70 000 წლის წინ კი კლიმატის ცვლილებების გამო მიგრაცია დაიწყეს. მეცნიერებმა გენეტიკური გეოლოგიის მეთოდის დახმარებით ამ პროცესის დეტალები გაარკვიეს. მათ ნამიბიის და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მაცხოვრებლების 200 მიტოქონდრიალური გენომი, გენეტიკური მარკერი შეისწავლეს. გენომების შედარებით, სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ ამ ადამიანების საერთო წინაპარი სწორედ ბოტსვანაში გაჩნდა. 

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.