მეცნიერებმა კიდევ ერთ გამქრალ კონტინენტს მიაგნეს

დიდი ადრია ევროპა

მკვლევრებმა დედამიწაზე დამალული კონტინენტი იპოვეს. ამის შესახებ CNN-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, აღმოჩენა სპეციალისტთა საერთაშორისო ჯგუფმა ხმელთაშუა ზღვის რეგიონის გეოლოგიის ევოლუციის რეკონსტრუქციის შექმნისას გააკეთა.

კონტინენტი, რომელსაც დიდი ადრია დაერქვა ჩრდილოეთ აფრიკას 200 მილიონი წლის წინ გამოეყო. 140 მილიონი წლის წინ კი ევროპას შეეჯახა, დაიშალა და ჩვენი კონტინენტის ქვეშ აღმოჩნდა.

თუმცა ევროპის ზედაპირზე დიდი ადრიის რამდენიმე ნაწილი დარჩა – ალპებში, აპენინის მთებში, ბალკანეთის ნახევარკუნძულზე, საბერძნეთსა და თურქეთში.

მეცნიერები ამ საკითხზე 10 წელი მუშაობდნენ. მათი კვლევა ჟურნალ Gondwana Research-ში გამოქვეყნდა.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.