მეცნიერებმა მთვარის ახალი წლოვანება დაადგინეს

მთვარის კრატერის ახალმა კვლევებმა აჩვენა, რომ ის უფრო ხანდაზმულია ვიდრე მეცნიერებს ეგონათ. გერმანელმა მკვლევარებმა, რომელებმაც მთვარიდან ჩამოტანილი სამი ელემენტი შეისწავლეს, დაასკვნეს, რომ მთვარე მზის სისტემის შემდეგ 50 მილიონი წლის შემდეგ შეიქმნა, – წერს nbcnews-ი. 

აქამდე მეცნიერები აცხადებდნენ, რომ მთვარე მზის სისტემის შემდეგ 150 მილიონი წლის შემდეგ შეიქმნა. ახალი თარიღის დადგენა Apollo lunar rocks -ის მიერ მოწოდებული ინფორმაციის შემდეგ გახდა შესაძლებელი.  

მეცნიერული კვლევების თანახმად, ცნობილია, რომ მზის სისტემა 4,56 მილიარდი წლის წინ შეიქმნა.  

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.