მეცნიერებმა პესიმიზმის უპირატესობები დაასახელეს

ბრიტანელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ე.წ. “თავდაცვითი პესიზმი” ადამიანებს ამოცანების უკეთ შესრულებასა და საკუთარი ჯანმრთელობისთვის მეტი ყურადღების დათმობაში ეხმარება. კვლევის შედეგები Conservation-ში გამოქვეყნდა.

სპეციალისტებმა კვლევის დროს ყურადღება თავადაცვით პესიმიზმზე გაამახვილეს: ეს არის სტრატეგია, რომელიც ადამიანს განგაშის დაძლევაში ეხმარება.

მეცნიერების თქმით, ნაკლები მოლოდინი და შიში პესიმისტებს ყველა ნაბიჯის დეტალურად გააზრებას აიძულებს.

მაგალითისთვის, თუ პესიმისტი გასაუბრებაზე მიდის, ის წინასწარ განეწყობა იმისთვის, რომ ვერ გაივლის გასაუბრებას და საკუთარ თავს ცუდი სცენარისთვის ამზადებს. ის მოქმედების გეგმას განიხილავს, რომელსაც იმის გარანტირება შეუძლია, რომ წარმოსახვითი წარუმატებლობა არ მოხდება.

მეცნიერებმა ამის დასამტკიცებლად ექსპერიმენტიც ჩაატარეს. ადამიანებს პაზლებისგან სიტყვების შედგენა სთხოვეს. აღმოჩნდა, რომ ცუდ ხასიათზე მყოფმა მონაწილეებმა ამოცანა უკეთ შეასრულეს, ვიდრე იმათ, ვინც მხიარული იყო.

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.