მეცნიერებმა სიცოცხლის გახანგრძლივების ტენდენცია აღმოაჩინეს

სტენფორდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ყოველი ახალი თაობის სიცოცხლის ხანგრძლივობა საშუალოდ სამი წლით აღემატება წინამორბედისას. სპეციალისტების აზრით ეს ტენდენცია გაგრძელდება მანამ, სანამ სიცოცხლის ხანგრძლივობის მაქსიმალურ ნიშნულს მიაღწევს. ამის შესახებ პრესრელიზს MedicalXpress-ი ავრცელებს.

მკვლევარებმა გააანალიზეს 1960-დან 2010 წლამდე მცხოვრები 65 წელს გადაცილებული ადამიანების დაბადების და გარდაცვალების თარიღები და ნახეს, რომ ყოველ 25 წელიწადში მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა 3 წლით იზრდება. ეს კი ნიშნავს, რომ თანამედროვე ადამიანები 6 წლით მეტს იცოცხლებენ, ვიდრე მათი ბებიები და პაპები. ეს ტენდენცია სახეზეა უკანასკნელი 50 წლის განმავლობაში.

მეცნიერები აცხადებენ, რომ ამ ტენდენციას რამე კონკრეტული ფაქტორი არ განსაზღვრავს.

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.