მეცნიერებმა უცნაური ნათება დააფიქსირეს, რომელიც შესაძლოა შავი ხვრელის დაბადებაზე მიუთითებდეს

2018 წლის ივნისში ასტრონომებმა ასტეროიდების აღმრიცხველი სისტემის, ATLAS-ის საშუალებით კოსმოსში უცნაური ნათება დააფიქსირეს. ამის შესახებ Engadget-ი წერს.

სინათლე იმდენად კაშკაშა იყო, რომ სფეროს სპეციალისტები ცდილობდნენ დაედგინათ თუ რა მოვლენასთან ჰქონდათ საქმე.

კომპიუტერულმა პროგრამამ ნათებას ავტომატურად შეურჩია სახელი და მას AT2018cow უწოდა.

დაკვირვებისას გამოიკვეთა, რომ The Cow ჩვეულებრივი ვარსკვლავი არ არის. მეცნიერების თქმით, AT2018cow ახალი ვარსკვლავისგან განსხვავებით, მალე გაჩნდა და მალევე გაქრა, რაც ასტრონომებისთვის სიახლეა.

The Cow-ს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან აკვირდებოდნენ. ჩილეში, SOAR-ის ტელესკოპის საშუალებით ასტრონომებმა სინათლეში წყალბადისა და ჰელიუმის კვალი დააფიქსირეს. ირკვევა, რომ აფეთქებამ რიგითი სუპერსოვასგან განსხვავებული ნათების გარშემო არსებული ნაწილაკები 100-ჯერ ააჩქარა, კაშკაშა ნათება კი 16 დღეში შესუსტდა.

როგორც წესი სუპერსოვასგან (ახალი ვარსკვლავი) მიღებული რადიაცია სტაბილურია ხოლმე, AT2018cow-სგან მიღებული სიგნალები კი არასტაბილური იყო.

რადიაციის ნიშნულის ყოველდღიურმა ზრდამ მეცნიერები იმ დასკვნამდე მიიყვანა, რომ აფეთქება სხვა სხეულით იკვებებოდა.

თუ ეს ნამდვილად ასეა, ეს იმას ნიშნავს, რომ ტელესკოპებმა სავარაუდოდ ის მომენტი აღბეჭდეს ფირზე, როდესაც ვარსკვლავის გარდაცვალების შემდეგ შავი ხვრელი ან სწრაფად მბრუნავი ნეიტრონული ვარსკვლავი წარმოიქმნა.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.