მეცნიერებმა შექმნეს „ტატუ“ რომელიც სისხლში გლუკოზის დონეს ადგენს (ფოტო)

ტატუ

ტატუ

ფოტო: Angewandte Chemie

მიუნხენის უნივერსიტეტის მეცნიერების ჯგუფმა „ტატუს“ ხატვის ახალი ტექნიკა შეიმუშავა. რის შედეგადაც სხეულზე დახატული „ტატუ“ სისხლის ქიმიური მდგომარეობის შესაბამისად  ფერს იცვლის, – წერს BBC.  

გამოცემის ცნობით, „ტატუს“ მეშვეობით შესაძლებელია სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის და ალბუმინის დონის დადგენა. კვლევა გერმანულ გამოცემა Angewandte Chemie-ში გამოქვეყნდა. 

კვლევის ავტორები ენდოკრინოლოგებს ნამდვილ რევოლუციას ჰპირდებიან. ამ „ტატუს“ შედეგად დიაბეტით დაავადებული ადამიანების ცხოვრება გამარტივდება.  

„ჩვენ შევიმუშავეთ ფუნქციონალური კოსმეტიკური ტექნოლოგია, რომელიც ერთდროულად ხელოვნებას და ბიოსენსორებს ითავსებს“ – აცხადებენ მეცნიერები. 

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.