მეცნიერებმა ხელოვნური ფილტვი შექმნეს

ტეხასის უნივერსიტეტის მკვლევრებმა შექმნეს ხელოვნური ფილტვები და ისინი ღორებს გადაუნერგეს. ცხოველებმა ოპერაციის შემდეგ რამდენიმე კვირა იცოცხლეს. კვლევის შესახებ გამოცემა Science News-ი წერს.

ექსპერიმენტში მონაწილე მეცნიერები ამბობენ, რომ ყველა წინა მცდელობა ფატალურად სრულდებოდა. მათი თქმით, ამჯერად გადანერგილ ფილტვებში ჯანმრთელი სისხლძაღვები წარმოიქმნა, რამაც ორგანოს ფუნქციონირების საშუალება მისცა.

მეცნიერებმა დონორი ცხოველისგან ფილტვის უჯრედული მასა აიღეს და  უჯრედშორისი ცილებისგან 3D კარკასი შექმნეს, რომელშიც ასევე დონორი ცხოველისგან აღებული ფილტვის უჯრედი ჩანერგეს. მასა 30 დღის განმავლობაში ბიორეაქტორის რეზერვუარში იზრდებოდა. ხელოვნური გზით მიღებული ფილტვი კი 4 ღორს გადაუნერგეს.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მომავალში ისინი მეთოდს დახვეწენ და სრულფასოვან ფილტვებს მიიღებენ.

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.