მე არ ვიქნები ის ადამიანი, რომელიც შეძლებს, რომ თქვენი პენსიები გაზარდოს – სალომე ზურაბიშვილი

„მე არ ვიქნები ის ადამიანი, რომელიც შეძლებს, რომ თქვენი პენსიები გაზარდოს,“ – ეს განცხადება მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა დედოფლისწყაროში გამართულ შეხვედრაზე გააკეთა.

სალომე ზურაბიშვილმა საკუთარ საარჩევნო პროგრამაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის ვერც დასაქმებას უზრუნველყოფს, ვერც პენსიების ზრდას, რადგან ეს ხელისუფლების პრეროგატივაა.

„მე არ ვიქნები ის ადამიანი, რომელიც შეძლებს, რომ თქვენი პენსიები გაზარდოს, მე არ ვიქნები ის პრეზიდენტი, რომელიც შეძლებს, რომ თქვენ უშუალოდ მე დაგასაქმოთ. მე არ ვიქნები ის პრეზიდენტი, რომელიც ეკონომიკას უცებ დააყენებს თავის ფეხზე, როგორც საჭირო არის, ეს არის მთავრობის კომპეტენცია. მე არ ვიქნები ის პრეზიდენტი, რომელიც შეძლებს კანონების შეცვლას. რის გაკეთებასაც შევძლებ იმას გეტყვით, მე ვიქნები მართალის მთქმელი, არ დაგიმალავთ არაფერს, სადაც მე ვიქნები ხელისუფლების მხარეზე იმიტომ, რომ მივიჩნევ, ეს არის სწორი,“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

comments

ვაკო კუპრაშვილი

საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "INFO NEWS"-ის ჟურნალისტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.