“მე მგონი რაღაც ფსიქიატრიულ დაწესებულებასთან გვაქვს საქმე უკვე” – ექსპერტები მთავრობაზე

რუსეთიდან სატრანზიტო ფრენების დაფინანსება – პრემიერმინისტრის ხელმოწერილ დოკუმენტთან დაკავშირებით გაკეთებული უმწვავესი განცხადებების შემდეგ ხელისუფლება ახალ საერთო გზავნილზე შეთანხმდა. მთავრობის წევრები და თავად მამუკა ბახტაძე ცდილობენ, ყველაფერი არასწორ ინტერპრეტაციას გადააბრალონ და აცხადებენ, რომ სუბსიდირების გადაწვეტილება მთავრობამ მოსახლეობის კეთილდღეობისთვის და ნათესავების მოსანახულებლად მიიღო.

მთავრობის დღევანდელ განმარტებებს კომიკურს და არასერიოზულს უწოდებენ ექსპერტები. სახელმწიფო ბალანსზე არსებული აეროპორტების გაერთიანების მიერ ფრენების დაფინანსებას არასწორ ნაბიჯად მიიჩნევენ სპეციალისტები.

“ნუ, ეს ცოტა კომიკურად გამოიყურება. ჯერ ეს ერთი, ის ნათესავები აქამდეც იყვნენ, ვიღაცას იქ ნათესავი ჰყავდა, ვიღაც თვითონ ცხოვრობს იქ წლებია და მარტო რუსეთი ხომ არ არის ასეთი ქვეყანა არა? არის სხვა ქვეყნებიც სადაც ქართველები წლებია ცხოვრობენ და რა ვქნათ ახლა, ვეძებოთ ასე და ვასუბსიდიროთ მათი ნათესავების ფრენები? კომიკურია ეს აბსოლუტურად”-აცხადებს ფინანსისტი გიგა ბედინეიშვილი. 

“მე მგონი რაღაც ფსიქიატრიულ დაწესებულებასთან გვაქვს საქმე უკვე, როცა ჩვენ მთავრობის წევრებზე ვსაუბრობთ. ამას ჯობდა ეთქვათ, რომ კი, ჩვენ რუსი ტურისტები გვჭირდება და ამიტომ ვაფინანსებთ ამ ფრენებს. და არა ასეთი სულელური “გაპრავება” მოეფიქრებინათ”-აღნიშნავს ეკონომისტი აკაკი ცომაია. 

“სუბსიდირება 90%-ში, როგორც წესი, ბოროტებაა, მავნებლობაა და ძალადობაც.

ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მე, მოქალაქეს, რომელიც მეტრომანით დავდივარ და თეთრების ეკონომიასაც კი ვცდილობ, მაფინანსებინებენ ვიღაც გაუგებარი ადამიანების ფრენებს რუსეთ – საქართველოს შორის, სხვა ასეთ მავნებლობებზე კიდევ ცალკე სათქმელია” – წერს ექსპერტი არჩილ გამზარდია.

ავტორი: გურიის მოამბე

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.